ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კარგი იქნება, თუ სააკაშვილს საზღვარგარეთ, რომელიმე ევროკავშირის ქვეყანაში გადაიყვანენ – კუბილიუსი

მომხრე ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ და ეს ვუთხარი კიდეც საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებს. – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

​”მე, რა თქმა უნდა, მომხრე ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ და ეს ვუთხარი კიდეც საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, როცა ისინი ბრიუსელში იყვნენ ჩამოსულები.
მე ვუთხარი, რომ მნიშვნელოვანია ჯეროვანი სამედიცინო დახმარების გაწევა სააკაშვილისთვის და თუ ამის საშუალება საქართველოში არ არის, მაშინ კარგი იქნება, თუ გადაიყვანენ საზღვარგარეთ, რომელიმე ევროკავშირის ქვეყანაში. ეს იმის დასტური იქნება, რომ საქართველო ნამდვილად ცდილობს იყოს ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის და ზოგადად ევროპული ოჯახის წევრობისკენ ისწრაფვის”,- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა “მთავარი არხის” ეთერში.

იტვირთბა....