ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას რუსეთთან ომში იარაღი ამოეწუროს – ბორელი

ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას რუსეთთან ომში იარაღი ამოეწუროს. – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, თავდაცვის მინისტრების დონეზე ევროკავშირის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ევროკავშირი აგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას. „ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა ცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე“, – თქვა ბორელმა.

მანვე დასძინა, რომ უკრაინის არმიის გასაძლიერებლად, მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„ჩვენ გვჭირდება რესურსების და მარაგების შევსება. ეს მხარდაჭერა ამჟამად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ომმა მიაღწია გადამწყვეტ მომენტს, ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ საომარი ტექნიკა ამოიწუროს უკრაინაში. ვეროკავშირი ამას არ დაუშვებს“, – აღნიშნა ბორელმა.

იტვირთბა....