ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინის ომუდსმენი – რუსეთში 1.3 მილიონი უკრაინელი იძულებით გადაიყვანეს

უკრაინის ომუდსმენის, ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთში 1.3 მილიონი უკრაინელი იძულებით გადაიყვანეს, რომელთა შორის 223 000 ბავშვია.

“გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელთან განხილვის თემა იყო 1 მილიონ 300 ათასზე მეტი უკრაინელის რუსეთში იძულებით დეპორტაცია, მათ შორის 223 ათასი ბავშვის. მაქვს დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება მისამართებით, პასუხისმგებელი პირების გვარებით, თითოეულ პუნქტში ადგილების რაოდენობით. დღეს ადგილების 33% ჯერ კიდევ არ არის შევსებული, ამიტომ ნათელია, არ აპირებენ გაჩერებას”. – განაცხადა დენისოვამ.

იტვირთბა....