ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წარმოუდგენელია იყო პრეზიდენტი, იცოდე, რომ ადამიანს მიესაჯა იმისთვის, რაც დანაშაული საერთოდ არ არის და არ იმოქმედო – ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტთან შეხვედრა სურს.

ომბუდსმენის განცხადებით, წარმოუდგენელია იყო საქართველოს პრეზიდენტი, იცოდე, რომ ადამიანს მიესაჯა იმისთვის, რაც დანაშაული საერთოდ არ არის და არ იმოქმედო.

“მე მოვაწოდე, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ინფორმაცია, რომ მაქვს სურვილი შეხვედრის, ველოდები, არ ყოფილა მისგან დადასტურება ან რაიმე კონკრეტული პასუხი. მიმაჩია, რომ მნიშვნელოვანი და საჩქარო საკითხია და მისი მხრიდან საჭიროებს დროულ ინფორმირებას. ვიცი, რომ პრეზიდენტს აწუხებს საქართველოს იმიჯი დასავლური სამყაროს თვალში და ვფიქრობ შეწყალების ამ გადაწყვეტილებით ჩვენი იმიჯი გამოსწორდება, რაც ნიკა გვარამიას პატიმრობით დაზიანდა. ვიცი რომ მას ადარდებს ეს საკითხი. ვერ წარმომიდგენია, იყო საქართველოს პრეზიდენტი, იცოდე, რომ ადამიანს მიესაჯა იმისთვის, რაც დანაშაული საერთოდ არ არის და არ იმოქმედო.” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ ტვ პირველის ეთერში.

იტვირთბა....