ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.
„ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილეთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ დემოკრატიზაციის პროცესისა და კანონის უზენაესობის რეფორმები საჭიროა როგორც არასდროს“, – დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე.