ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სუბელიანი: მაქსიმალურად ვიბრძოლებთ, რომ ყველას, განურჩევლად გენდერული იდენტობისა, შეეძლოს მანიფესტაციის მოწყობა

სამოქალაქო გაერთიანება “თბილისი პრაიდის” თანადირექტორის, ანა სუბელიანის განცხადებით, გაზრდილი საფრთხეების გამო წელს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა დახურულ სივრცეში, ლგბტქ+ დისკუსიაზე “მეხსიერება და პერსპექტივები” გადაწყდა. თუმცა, როგორც სუბელიანი აღნიშნავს, საჯარო სივრცის დათმობას არ აპირებენ.

ანა სუბელიანის თქმით, ჯერჯერობით, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა მხოლოდ ფურცელზე გაკეთებულ ჩანაწერად რჩება.

“ჩვენ არ ვაპირებთ საჯარო სივრცის დათმობას. პირიქით, მაქსიმალურად გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე, ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა, თავისუფლად შეეძლოს ამ ქვეყნის თითოეულ წერტილში, მათ შორის, პოლიტიკური მნიშვნელობის ქუჩაზე გავლა, მათ შორის, მანიფესტაცია და თავისი პოზიციის დაფიქსირება. ჩვენ გვაქვს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რაც ნამდვილად იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა, ამის პარალელურად, ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკური ფიგურები, ქვეყნის პირველი პირები აკეთებენ ხოლმე ძალადობისკენ მოწოდებებს, შემდეგ ძალადობის განმახორციელებელი ჯგუფების ორგანიზატორები, ამის მაგალითად 5 ივლისი შეგვიძლია გავიხსენოთ, დღემდე არ არიან დასჯილები და მათ პირიქით, მეტი პრივილეგიებიც ეძლევათ, ასე რომ, ჯერჯერობით, ეს ჩანაწერები რჩება ფურცელზე”, – განუცხადა სუბელიანმა ტელეკომპანია “ფორმულას”.

იტვირთბა....