aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოცნების დეპუტატი: ვფიქრობ, რომ [ლგბტქ+ ადამიანების] უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესებულია

მე ვფიქრობ, რომ [ლგბტქ+ ადამიანების] უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მათ შორის იმ ანტიდისკრიმინაციული კანონითაც, რომელიც მიღებული იქნა. ვფიქრობ, რომ ადამიანების უფლებების დაცვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველა ადამიანი არის თანასწორი მიუხედავად მათი იდენტობისა და როგორ ხედავენ საკუთარ თავს საზოგადოებაში. ამიტომ, ვფიქრობ, ყველას გვევალება ამ ადამიანების უფლებების პატივისცემა. გაცილებით უკეთესობისკენაა შეცვლილი საზოგადოების განწყობები და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს სწორი საკომუნიკაციო კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებების დაცვა უმნიშვნელოვანესია და დემოკრატიულ ქვეყანაში ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელყოფა მოვახდინოთ განსხვავებული იდენტობის მქონე ადამიანების, ყველა ჩვენგანი არის თანასწორი და ყველას უფლებებს იცავს ჩვენი ქვეყანა
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას “ქართული ოცნების” დეპუტატმა ხატია წილოსანმა განაცხადა. ცნობისთვის, 17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

იტვირთბა....