[su_quote][2013 წლის 17 მაისის] შემდეგ ხელისუფლებამ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რითაც საკანონმდებლო ბაზა შეიქმნა ყველა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება 5 ივლისს, მოგეხსენებათ, ეს იყო ჟურნალისტებზე თავდასხმა, ისინი დაკავებული იყვნენ, გამოძიება ჩატარდა და სასამართლომ მათ მიუსაჯა სასჯელი[/su_quote]
ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ცნობისთვის, 17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.