ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რაც კლინიკაშია, საჭმელი არ მიუღია – სააკაშვილის პირადი ექიმი

სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა რთულია.

მისი თქმით, რაც მიხეილ სააკშვილი საავადმყოფოში იმყოფება საკვები არ მიუღია.

“ჩვენ ავადმყოფი არ გვინახავს. დღესაც არშეგვიშვეს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ხვალ მოხდება ბოლოს და ბოლოს ჩვენი შესვლა და პრეზიდენტის ნახვა. ექიმებმა რაც გვითხრეს, არის ის, რომ მისი მდგომარეობა არის რთული. აქვს საჭმლის მიუღებლობა. ე.ი. საჭმელს არ ღებულობს რამდენიმე დღეა. რაც კლინიკაშია, საჭმელი არ მიუღია.

რთული მდგომარეობაა, რა სიმპტომებიც გვქონდა და რაზეც გიყვებოდნენ მანამდე ექიმები, ის ყველაფერი რჩება. ამას ემატება პლუს ის, რომ 4 დღეა კიდევ არ ჭამს საკვებს, – აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.

იტვირთბა....