შვედეთის მთავრობამ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო.
“შვედეთის პარლამენტში უმრავლესობამ ალიანსის წევრობის გადაწყვეტილება მიიღო. შვედეთისთვისა და მისი მოსახლეობისთვის ნატო-ში გაწევრიანება საუკეთესო რამაა”.,- განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა.
“ჩვენ ვტოვებთ ერთ ეპოქას და გადავდივართ სხვა ეპოქაში.” დასძინა პრემიერმა, და აღნიშნა, რომ , ევროპა, შვედეთი და შვედი ხალხი ახლა ახალ და საშიშ რეალობაში ცხოვრობენ.