aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არამარტო “მთავარ არხს” არამედ, “ტვ პირველს” “ფორმულას” და “კავკასიასაც” მოუჭერენ – ვატო წერეთელი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ტვ პირველის” დირექტორი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მზად არის “ტვ პირველზე” “მთავარი არხის” ანგარიშის ნომერი 24 საათის განმავლობაში განათავსოს, რადგან არხს გავარამიას დაპატიმრების შემდეგ ფინანსური პრობლემები არ შეექმნას.

მისივე თქმით, არამხოლოდ “მთავარ არხს”,  არამდედ “ტვ პირველს” , ფორმულასა და კავკასიასაც ემუქრება საფრთხე.

“მე მზად ვარ, რომ “ტვ პირველზე”24 საათი იყოს თქვენი ანგარიშის ნომერი და რა თანხაც ჩაირიცხება მოხმარდეს ყველაფერი “მთავარ არხს”, რადგან თქვენ არ გქონდეთ ფინანსური პრობლელები. გვარამია არის დღეს ციხეში და ყველაზე დიდი პრობლემა, რაც შეიძლება არხს შეუქმნან არის ფინანსური პრობლემა. მე დავიღალე დისკუსიებით, მე დავიღალე ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯების გათვლით. მე მინდა, ვიზეიმო ამერიკასთან, დასავლეთთან, ევროპასთან და უკრაინასთან დემონზე გამარჯვება. მე არ მინდა ჩვენი შვილები ჩაყვეს პუტინს საფლავში. ახლა ბიძინა ივანიშვილმა ვერ გადაიტანა თავისი ნახატები და მთელი ქვეყანა გადაწყვიტა დააყენოს კუთხეში ამაზე საუბარი და დისკუსიები და ჩვენს ეთერებში ჯდომა  გუშინდელი დღე არის. ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს აქცია და აქციის მესიჯი უნდა იყოს მარტივი და ხალხმა მოითოხოვოს და იზეიმოს უკრაინასთან ერთად დემონზე გაამრჯვება.” – განაცხადა ვატო წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.

იტვირთბა....