aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დასაწყისშივე გაჩნდა კითხვები საქმეში არსებულ ბრალდებებთან დაკავშირებით – ელჩი გვარამიას დაპატიმრებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამ საქმის დასაწყისშივე გაჩნდა კითხვები საქმეში არსებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის დაპატიმრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს სამართლიანი განაჩენის უნდა სჯეროდეთ.

„საქმის არსებით ნაწილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ საქმის დასაწყისშივე გაჩნდა კითხვები მის დროულობასთან დაკავშირებით, საქმეში არსებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. ადამიანებს საქართველოში უნდა სჯეროდეთ, რომ განაჩენი სამართლიანია, ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ საქმეში არ ყოფილა პოლიტიკური ჩარევა. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ დღეს იმის ხაზგასასმელად, რომ საქართველოს სჭირდება გააგრძელოს რეფორმების განხორციელება, რომელიც გააძლიერებს სასამართლო სისტემას, გახდის მას უფრო მეტად დამოუკიდებელს, მეტად მიუკერძოებელს. “,- განაცხადა კელი დეგნანმა.

იტვირთბა....