aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

ოპოზიციური არხის ჩამოშლა სჭირდებათ, რომ ხელისუფლებაში კიდევ დიდხანს დარჩნენ – ჯაფარიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ გვარამია პოლიტპატიმარია და ოპოზიციური მედიის ჩამოშლის მიზანი ხელისუფლებაში დარჩენაა.

“ნიკა გვარამია არის პოლიტპატიმარი. მისი დაჭერის მიზანი ოპოზიციური არხის ჩამოშლაა.
ოპოზიციური არხის ჩამოშლა სჭირდებათ, რომ ხელისუფლებაში კიდევ დიდხანს დარჩნენ, ხელისუფლება სჭირდებათ იმისთვის, რომ მეტი ჭამონ და მეტი აჭამონ საკუთარ შთამომავლობას.
ამას იმიტომ აკეთებენ რომ გასდით, გაუვათ მანამ, სანამ აქეთ გამჩერებელი ძალა არ იქნება, გამჩერებელი ძალა არის დიდი რაოდენობით გაბრაზებული ხალხი.ჯამი ჭურჭელია, ძაღლს ჯაჭვით აბამენ.” – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

იტვირთბა....