რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოსკოვს უშუალო საფრთხედ გამოაცხადებს, რუსეთი ასეთ საფრთხეს შექმნის.
„მათ შევუქმნით უშუალო საფრთხეს, რომ ამ შეფასების სიმაღლეზე ვიყოთ“, – განაცხადა რიაბკოვმა.
რიაბკოვის განმარტებით, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობის საკითხზე, ქვეყნების მიერ შესაბამისი პროცედრურების გავლას ელოდებიან.
„შემდეგ ჩვენ გავაკეთებთ ამ გადაწყვეტილების შედეგების პრაქტიკულ და მატერიალურ ანალიზს, ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ თემაზე საჯარო გამოსვლები“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.