aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბრიტანეთის საელჩო გვარამიას დაკავებაზე: იმედგაცრუებულები ვართ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში “მთავარი” არხის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაკავების გამო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

“იმედგაცრუებულები ვართ, მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო. ეს განსაკუთრებით საგულისხმოა, „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“-ს ბოლო ანგარიშის ჭრილში, სადაც საერთაშორისო პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად დაკლებულია. დიდი ბრიტანეთი გლობალური მედია თავისუფლების სადარაჯოზეა.
თავისუფალი მედიის გარეშე, მოქალაქეები, პოლიტიკური სპექტრის რომელ მხარესაც არ უნდა იდგნენ ისინი, ვერ შეძლებენ საკუთარი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.

იტვირთბა....