წინასწარი შედეგებით გარდაბანში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.
37 უბნის მიხედვით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ბესიკ კახაბრიშვილმა მიიღო 32, 51% (3,743 ამომრჩეველი) და გოჩა ჯამარაულმა – 67,49% (7,771 ამომრჩეველი).
ამ დროის მონაცემებით, კენჭისყრის პროცესის მსგავსად, ხმის დათვლის პროცედურებმა, ასევე მშვიდ გარემოში ჩაიარა.
ცენტრალური კომისიის თავმჯდომრის, თამარ ჟვანიას განცხადებით, კენჭისყრის პროცესმა საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა რამდენიმე საარჩევნო უბნის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის დაფიქსირდა დაპირისპირება.
“რაც შეეხება საჩივრებს და ხარვეზებს კენჭისყრის მიმდინარეობისას, ძირითადად დაფიქსირდა პროცედურული სახის ხარვეზები და საჩივრების უმეტესობაც, სწორედ ამ ტიპის საკითხებს შეეხებოდა; აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა და ამ მხრივ შეფერხება არ ყოფილა“.- განაცხადა ჯვანიამ.