aviabiletebi
მთავარი პოლიტიკა ციტატა

ჩიგოგიძე გვარამიაზე: თუ არ ჰქონდა დანაშაული, სასამართლო როგორ გამოუტანდა განაჩენს?!

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების” დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ “მეტრონომთან” საუბრისას “მთავარი” არხის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაკავების თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ თუ არ იქნებოდა დანაშაული ჩადენილი, არც სასამართლოს განაჩენი დადგებოდა.

“ვინ ოპონენტები აფასებენ[რომ ნიკა გვარამიას დაკავება თავისუფალ მედიაზე თავდასხმაა?!], სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, რა კითვებს მისვამ, ვერ გავიგე. თუ არ ჰქონდა დანაშაული, სასამართლო როგორ გამოუტანდა განაჩენს?!”, – განაცხადა ჩიგოგიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.

იტვირთბა....