ახალი ამბები საზოგადოება

პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ – ჯანდაცვის მინისტრი

პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს დასრულდა ტენდერი, რომელშიც „ლიბერთი ბანკმა“ გაიმარჯვა.

„დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა. პირობა იყო 7 წლიანი მომსახურების შესახებ.

აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის სესხები, რომლებსაც პენსიონერებისთვის გასცემენ, მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და იქნება მაქსიმუმ + 15%, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 25,8%-ია, ნაცვლად 30,6%-ისა, რომელიც ჰქონდათ. გამომდინარე იქიდან, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინები გვაქვს, ეს განაკვეთიც მნიშვნელოვნად შემცირდება და ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაუიაფდებათ პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

თბილისი პრაიდის კვირეულის დაწყების აღსანიშნავად, ორგანიზატორებმა ტორტი გაჭრეს

ბულგარეთმა რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომელს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

“ოთხი მანქანა დამყვება ქუთაისი-ბათუმის ტრასაზე” – დეკანოიძე ფარულ თვალთვალზე

“პუტინს მძიმე დაავადება აქვს და ის იმაზე სერიოზულია, რაზეც თქვენ საუბრობთ” – ზელენსკი

შოკისმომგვრელი კადრები – რუსეთს ტორნადომ შეუტია (ვიდეო)

“მსოფლიოს რუსეთთან ომის წაგების უფლება არ აქვს” – ზელენსკი