უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში გარდაუვალია და გერმანიას შეუძლია, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს სათავეში ჩაუდგეს.
“ძალიან რაციონალური დისკუსია გვქონდა გერმანელებთან, მაგრამ ჩვენ მას ძალიან მარტივი რაღაც ვუთხარით – ეს ყველა შემთხვევაში მოხდება. ეს გარდაუვალია. ადრე თუ გვიან, უკრაინა აუცილებლად მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ჩვენ გვსურს, რომ ეს ადრე მოხდეს, მაგრამ შესაბამის დროს – ივლისის ბოლოს, ევროკავშირის სამიტზე. მგონია, რომ უკეთესი იქნება, თუ თქვენ ჩაუდგებით ამ პროცესს სათავეში”, – მიმართა გერმანულ მხარეს კულებამ Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში.