ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ალასანია: რაც არ უნდა იძახონ “ნებისმიერი პატიმარიო” – მიხეილ სააკაშვილი არ არის ნებისმიერი პატიმარი

[su_quote]”ნებისმიერი პატიმარი, ნებისმიერი პატიმარიო”, რაც არ უნდა იძახონ, მიხეილ სააკაშვილის არ არის ნებისმიერი პატიმარი. საერთოდ, არც ერთი სახელმწიფოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს ნებისმიერი პატიმარი. მით უმეტეს, მიხეილ სააკაშვილი, რომლის დროსაც საქართველო ნამდვილად იყო წარმატებული ქვეყანა და ეს არ არის ჩემი შეფასება. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო თუ ისე იყო, გავმიჯნოთ ეს პოლიტიკური საკითხი და გადავიდეთ ჰუმანიტარულ სფეროზე. რამდენიმე დღეა, გადაიყვანეს კლინიკა “ვივა მედში”. პირველი ორი დღე, ვიყავი კმაყოფილი, თვითონ კლინიკაც მომეწონა, თუმცა, ორჯერ ვნახე და ძალიან ცუდ გუნებაზე დავდექი. ადამიანი არის სრულიად გამქრალი, ცარიელი ძვალი და ტყავი დარჩა, ვერ ჭამს, არ ვიცი რამდენ ხანს გაუძლებს, უნდათ, შეუმსუბუქონ მდგომარეობა, რომ მერე უკან დააბრუნონ და საბოლოოდ მოკლან[/su_quote]

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ TVპირველის ეთერში განაცხადა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივა მედში” გამოკვლევებზე არის გადაყვანილი.

იტვირთბა....