ნიუ იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში 18 წლის პირი სუპერმარკეტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა. CNN-ის ცნობით, პოლიცია განიხილავს ვერსიას, რომ დანაშაული შესაძლოა, რასობრივი ზიზღის ნიადაგზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, თეთრკანიანმა მოზარდმა რამდენიმე საათის გზა გაიარა და შავკანიანებით დასახლებულ რაიონში ჩასასვლელად, სადაც მასობრივი მკვლელობა ჩაიდინა.
სამართალდამცავების განცხადებით, ბიჭი თავდასხმას კამერაზე იღებდა და სავარაუდოდ, “ლაივში” უჩვენებდა.
“ამ ინციდენტს ვიძიებთ, როგორც სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობრივი ექსტრემიზმის შემთხვევას”, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ბუფალოს პოლიციის კომისარი, ჯოზეფ გრამალი აცხადებს, მსხვერპლთა უმეტესობა აფროამერიკელია.