ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ოკუპანტები სამხედრო სამსახურში ქალების გამოძახებას იწყებენ – უკრაინის სახალხო დამცველი

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, რუსეთის ფედერაცია დონეცკის და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებითი მობილიზაციის ფარგლებში ადგილობრივი საწარმოების მენეჯმენტს 18-დან 45 წლამდე ქალების აღრიცხვას ავალებს.

დენისოვას ინფორმაციით, ოკუპანტების განსაკუთრებული ინტერესის სფეროში მზარეულები, ექთნები, ლაბორანტები, მძღოლები, მემანქანეები და დამლაგებლები არიან.

უკრაინის სახახლო დამცველის ინფორმაციით, ფარული მობილიზაციაა გამოცხადებული ყირიმშიც, სადაც გამოძახებული ადამიანების დიდი ნაწილი, უკრაინის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარს აცხადებს და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ტყვედ ბარდება.

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსეთმა თებერვალში, უკრაინაზე თავდასხმისთვის შეკრებილი სახმელეთო საბრძოლო ძალებიდან მესამედი უკვე დაკარგა. ამის გამო, დაზვერვაში ნაკლედსავარაუდოდ მიაჩნიათ, რომ ოკუპანტებმა მომავალი 30 დღის განმავლობაში, დონბასზე შეტევის მნიშვნელოვნად გააქტიურება შეძლონ.

უკრაინის გენერალური შტაბის ბოლო მონაცემებით, უკრაინულ არმიას 27 400 დამპყრობელი ჰყავს ლიკვიდირებული, ათასობით რუსი სამხედრო კი ტყვედ არის აყვანილი.

 

 

იტვირთბა....