aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსეთმა შავ ზღვაში წყალქვეშა ნავები შეიყვანა – ექსპერტის გაფრთხილება უკრაინას

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთმა შავ ზღვაში წყალქვეშა ნავები შეიყვანა – სამხედრო ექსპერტი ალექსანდრ მუსიენკო უკრაინას მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ აფრთხილებს.

მისი თქმით, რაკეტების მაქსიმალური რაოდენობა, რაც შეიძლება შავ ზღვაში იყოს რუსეთის ფედერაციის გემებსა და წყალქვეშა ნავებზე, არის 40-დან 50-მდე.

„ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება გაიზარდოს სარაკეტო თავდასხმის რისკი. მათ აქვთ თითო ოთხი კალიბრის რაკეტა. ზოგადად, ეს არ ცვლის სიტუაციას. ჩვენ უკვე გამოვიარეთ სარაკეტო თავდასხმები“, – აღნიშნა ექსპერტმა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....