ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“საქართველოს ხელისუფლებაში არ გამოიყურებიან ისე, რომ ცხინვალში შესვლა შეეძლოთ” – არესტოვიჩი

საქართველოს ხელისუფლებაში არ გამოიყურებიან ისე, რომ ცხინვალში შესვლა შეეძლოთ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაივთან“ ინტერვიუში განაცხადა.​

მისივე თქმით, მათ არ შეუძლიათ კამათში შესვლა ორ შტატგარეშე მრჩეველთან.

“კარგად არ ვიცი საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობა. ზუსტად ვერ ვიტყვი, შეუძლია, არ შეუძლია, არის თუ არა ახლა შესაბამის მდგომარეობაში, მაგრამ მე კარგად ვიცი საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა. ისინი არ გამოიყურებიან ისე, რომ შეუძლიათ. შეიძლება, შეუძლიათ, მაგრამ მე ასე არ მგონია, რადგან ქვეყნის ხელისუფლებას არ შეუძლია კამათში შემოსვლა ორ შტატგარეშე მრჩეველთან, კერძოდ, ეს ხდება პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის ლიდერის დონეზე და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივ მაშინ ხდება, როდესაც ძალიან ზუსტად მოარტყამ მტკივნეულ ადგილზე. მაგრამ, ქართველი ხალხი იკითხავს, „ბიჭებო, როგორაა ზოგადად ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, როდესაც ჩვენი კუთვნილება მიაქვთ ახლა უკვე არა მხოლოდ დე ფაქტოდ, არამედ დე იურედ”, – განაცხადა “პირველი არხის” თარგმანის მიხედვით, არესტოვიჩმა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....