მოლდოვის მოდელი რაში მდგომარეობს, არ ვიცი, მაგრამ მინდა, ჩვენი ემიგრანტები საქართველოში ჩამოვიდნენ, ცხოვრების ღირსეული პირობები ჰქონდეთ და აქ იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.
იოსელიანის განცხადებით, ოპოზიცია თუ საინტერესო შეთავაზებას გააკეთებს, მოქალაქეების მხარდაჭერას მოიპოვებს.
„არ ვიცი, მოლდოვის მოდელი რაში მდგომარეობს, მაგრამ მინდა, ჩვენი ემიგრანტები საქართველოში ჩამოვიდნენ, ცხოვრების ღირსეული პირობები ჰქონდეთ და აქ იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. თუ ოპოზიცია საინტერესო შეთავაზებას გააკეთებს, ქვეყანაში საკმარისი რესურსი არსებობს, რომ მოქალაქეების მხარდაჭერა მოიპოვოს. პრობლემა ისაა, რომ ასეთი შეთავაზების დეფიციატია ყველა მიმართულებით და განუწყვეტლივ არის საუბარი მხოლოდ ერთი პოლიტიკოსისა და ერთი პარტიის გარშემო.“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.