aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკი მზადაა პუტინთან შუამავლების გარეშე ისაუბროს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა კრემლის ხელმძღვანელს, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს და მასთან შუამავლების გარეშე ისაუბროს. – ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა იტალიურ ტელეარხ Rai 1-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რაც შეეხება რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს, ეს საკითხი დღითიდღე რთულდება. მე პირადად ასე ვფიქრობ, რადგან ყოველდღიურად ხდება პატარა ქალაქების დეოკუპაცია და ვხედავთ ბულინგის, წამების, სიკვდილით დასჯის კვალს, რაც რუსმა სამხედროებმა დატოვეს. ამიტომაც რთულდება მოლაპარაკებების შესაძლებლობის მომენტი. ახლა საზოგადოება ამაზე პოზიტიურად განწყობილი არ არის, თუმცა, მე, როგორც პრეზიდენტი, მზად ვარ, ვისაუბრო პუტინთან, მაგრამ მხოლოდ პირადად მასთან, შუამავლების გარეშე, დიალოგის პირობებით და არა ულტიმატუმების.“, – განაცხადა  უკრაინის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....