ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: მურუსიძის სასამართლო – რას ნიშნავს, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სასამართლო

რაც ხდებოდა 2012 წელს და როგორი სასამართლო ჩავიბარეთ, ჩვენ კარგად გვახსოვს. მას შემდეგ, ე.წ. 4 ტალღის რეფორმა განხორციელდა სასამართლოში, რამაც უზრუნველყო კიდევ უფრო მეტი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, უფრო მეტი ტრანსფარენტულობა, გამჭვირვალობა ჩვენი მოსამართლეების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სასამართლოს ეხებოდა.

პრემიერის თქმით, სასამართლო გახდა რეალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და სრულად შეესაბამება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემას.

„ჩვენ ჩვენი რეკომენდაციები, რაც მივიღეთ უცხოელი პარტნიორებისგან, არასამთავრობოებისგან, ჩვენი მეგობრებისგან, თითქმის ყველაფერი გავითვალისწინეთ პირველივე წლებში. მათი რეკომენდაცია იყო, რომ მოსამართლეებისთვის უზრუნველგვეყო გრძელვადიანი სტაბილურობა და მათი რეალური დამოუკიდებლობა. მათი პირველი მოთხოვნა და რეკომენდაცია იყო, რომ დაგვენიშნა ისინი სამუდამოდ, ჩვენ ეს გავაკეთეთ, 3, 4 ტალღის რეფორმები ჩავატარეთ. სასამართლო გახდა რეალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და რა თქმა უნდა, სრულად შეესაბამება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემას.

ეს არის შეურაცხყოფა, თქვენ ინდივიდებს და ადამიანებს ნუ აყენებთ შეურაცხყოფას. მურუსიძის სასამართლო – რას ნიშნავს, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სასამართლო და პატივისცემით ისაუბრეთ ყველა ინსტიტუტზე. მე არაფერი არ მავიწყდება ეს თქვენ გავიწყდებათ, რომ სასამართლო რეალურად იყო ნოტარიუსის ოფისი მურუსიძე არავინ არ იყო მაგ დრის, რეალურად იყო ადეიშვილი და კუბალშვილი. ასეულობით მოსამართლე, ასეულობით პოლიციელი და პროკურორი სააკაშვილის დროს იყო მსხვერპლი და სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმის მსხვერპლი “, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

მსოფლიოს მასშტაბით ლტოლვილთა რიცხვმა 100 მილიონს გადააჭარბა

ბრიუსელში, მის კოლეგას მიაჩნია, რომ კობახიძეს შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდეს – ბადრი ჯაფარიძე

ბლინკენი ​- დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთს სამხედრო დანაშაულებებზე

იმედია საქართველოს არ დასჯიან იმისთვის, რომ ის უფრთხილდება თავისი მოქალაქეებს და დაღუპვისგან იცავს მათ – მდინარაძე

იარაღი, ფინანსები, სანქციები, ეს ყველაფერი თებერვალში, რომ მიგვეღო ათასობით სიცოცხლე გადარჩებოდა – ზელენსკი

10 000-ის და 15 000-ის გამო ზის ხალხი ციხეში, შეიწყალა ის ხალხი ვინმემ ? – მდინარაძე გვარამიას შეწყალებაზე