„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „სიამოვნებით შეუერთდება“ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ აქციას, თუკი მას ვინმე დააორგანიზებს.
მისი თქმით, აქციებით ქართველი ხალხის განწყობა გამოჩნდება.
„მე არ მსმენია აქციის შესახებ, თუმცა შეიძლება ღირდეს აქციებით იმის ჩვენება, როგორია ქართველი ხალხის განწყობა და დამოკიდებულება. ასეთი აქციის გამართვის შემთხვევაში, თუ ასეთ საჭიროებას ვინმე დაინახავს და დააორგანიზებს, რასაკვირველია, სიამოვნებით შევუერთდები იმიტომ, რომ მე ვგრძნობ და მაქვს განწყობა, რომ არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ, საქართველო იყოს პაიკი. მე ასე არ ვხედავ ჩემს ქვეყანას.” – განაცხადა „პალიტრანიუსის“ ეთერში სარჯველაძემ.

