პრეზიდენტი ცოტა უფრო ისე უნდა იქცეოდეს, პატიმარი, მით უმეტეს, ის აცხადებდა, რომ ჩამოვიდა თავის შესაწირად. ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“პრეზიდენტი ცოტა უფრო ისე უნდა იქცეოდეს, პატიმარი, მით უმეტეს, ის აცხადებდა, რომ ჩამოვიდა თავის შესაწირად. ახლა, ნელსონ მანდელა 40 წელი იჯდა ციხეში და არ უტირია ამდენი. მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ უნდა გაახაროს მტერი, უნდა ჭამოს და მიიღოს ის ნივთიერებები და წამლები, რასაც აძლევენ.” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

