მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები ცალ-ცალკე არ უნდა განვიხილოთ. – ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნება” მისთვის მტკივნეული დილემის წინაძსე დადგება.
„ქართული ოცნება“ დადგება მისთვის მტკივნეული დილემის წინაშე, თქვენ ხედავთ უკვე, რა პროცესები ზვირთდება. ერთი მხრივ მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა, რომელიც აუცილებლად პოზიტიურად გადაწყდება და ახლა მთავარია, მიხეილ სააკაშვილმა მაქსიმალურად მოახერხოს იმ პირობებში, რაც არსებობს, ოდნავ მაინც გამოჯანმრთელება, რომ ამის შემდეგ მოხერხდეს მისი ტრანსპორტირება საზღვარგარეთ. მეორე მხრივ, არის კიდევ უფრო მწარე და მტკივნეული დილემის წინაშე ბიძინა ივანიშვილის სახით, როგორ მოიქცეს. და ერთი მეორეს შემთხვევით არ ვუკავშირებ, არცთუ ისე განცალკევებული საკითხია, რბილად რომ ვთქვათ. მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ ხარისხში მიმდინარე ის პროცესები, მე ვფიქრობ, ცალ-ცალკე მაინცდამაინც არ უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში”.