ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე – ივანიშვილი რუსი ოლიგარქიის წრის წარმომადგენელია, არ არის გასაკვირი, მის პერსონაზე გამახვილებული ყურადღება

რუსი ოლიგარქების უმრავლესობა სანქცინირებულია, ივანიშვილიც მათი წრეს წარმოადგენს შესაბამისად მასზე არის გამახვილებული ყურადღება. – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

“ის რომ ბიძინა ივანიშვილს შეექმნა შეფერხებები ფულის გადარიცხვის თუ თავისი აქტივების  გადანაცვლების კუთხით და ამის მონათვლა “ქართული ოცნების” სპიკერების მხრიდან, რომ ეს არის მცდელობა დასავლეთის მხრიდან, რომ ამით როგორმე აიძულონ ივანიშვილი მობრუნდეს პოლიტიკაში და ქვეყანა აიძულონ ჩაითრიონ ომში. ეს არის დაავადებული გონების ფანტაზია ან სპეციალურად შეგნებული მცდელობა ჩვენს თანამოქალაქეებს აუმღვრიონ ტვინი და ჩემი აზრით ეს არის დაცინვა, შეიძლება ეს ადამიანმა დაიჯეროს.

ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქიის წრის წარმომადგენელი, ამ წრის უმრავლესობა ახლა არის სანქცინირებული, ვინც არ არის სანქციების ქვეშ განსაკუთრებული ყურადღება იქნება, შესაბამისად არ არის გასაკვირი, რომ ივანიშვილის პერსონის მიმართ არის გამახვილებული ყურადღება. ახლა დასავლეთის გადაწყვეტილება არის ცალსახა და ეს არის უკრაინის მხარდაჭერა. შესაბამისად უნდა მოხდეს გამორიცხვა ყველა რისკის პუტინის წრესთან დაკავშირებულ ოლიგარქებთან, ივანიშვილი არ უარყოფს, რომ წარმოადგენს მათ წრეს და ამ მოცემულ ვითარებაში, რა თქმა უნდა, იქნება მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება”. – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

იტვირთბა....