„ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ვატო შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა არის სამების, ქართული კულტურისა და ათასობით გადარჩენილი სიციცოცხლის დასანქცირება.
„დღეს მე ვამბობ, რომ პირადად ჩემთვის, ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა არის სამების აშენების დასანქცირება, გადარჩენილი ქართული კულტურის დასანქცირება, გადარჩენილი ათასობით სიცოცხლის დასანქცირება და 2012 წლის პირველი ოქტომბრის დასანქცირება.“ – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“.