ახალი ამბები მთავარი

“ჯეოსელი” Apple-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა

კომპანია “ჯეოსელი” საქართველოში Apple-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. მობილური კავშირგაბმულობის კომპანიაში ამბობენ, რომ პარტნიორობის ფარგლებში  შემდგომი, მნიშვნელოვანი აქტივობები იგეგმება.

“ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, ჯეოსელი Apple-ის ერთადერთი პარტნიორი მობილური ოპერატორი გახდა საქართველოში. ამ პარტნიორობის ფარგლებში იგეგმება შემდგომი, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. მალე კომპანია წარმოგიდგენთ ოფიციალურ iPhone 6s და iPhone 6s Plus თავის მაღაზიებში“. – განუცხადა “მეტრონომს” კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა თამარ როდონაიამ.

ყველა სხვა დეტალი 29 იანვარს, ოფიციალურ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.

იტვირთბა....