ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

Reuters – რუსეთმა შესაძლოა, ფინეთისთვის გაზის მიწოდება 13 მაისს შეწყვიტოს

რუსეთმა შესაძლოა, ხვალიდან ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ფინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთი ფინეთისთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელია, თუმცა ქვეყნისთვის საჭირო ენერგიის მხოლოდ 5% მოდის გაზზე.

შეგახსენებთ, ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადეს, რომ ფინეთი მიმართავს დასავლეთის თავდაცვის ალიანს ნატოში დაუყოვნებლივ გაწევრიანების შესახებ, რის გამოც რუსეთი ფინეთს პასუხის გაცემას დაპირდა.

იტვირთბა....