ბიძინა ივანიშვილი უნდა მას თუ არ უნდა არის ადამიანი, რომელიც აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი ხელს აღარ ჩამოართმევს. – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პროცესები, რომელიც მიმდინარეობს სწორედ ივანიშვილის სანქცირებისკენ მიდის.
“წლების წინ შალვა ნათელაშვილი საუბრობდა, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით, ბევრი ადამიანი ამას რეალურად არ აღიქვამდა, მაგრამ დღეს როდესაც ეს ხდება და არსებობს უკვე მტკიცებულებები, რომ ბიძინა ივანიშვილი არანაკლები საფრთხის შემცვლელი არის იმ მსოფლიო წესრიგისთვის, სადაც რუსეთმა მოულოდნელად გამოაცხადა თავისი ქმედებით უკრაინაში, რომ მსოფლიო წესრიგი წესებზე დამყარებული აღარ იქნება. დასავლეთმა ეს მიიღო გამოწვევად იმდენად რამდენადაც გადაწყვედილებები მიღებული აქვს. ამ პროცესში, ბიძინა ივანიშვილი უნდა მას თუ არ უნდა არის ადამიანი, რომელიც აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი ხელს აღარ ჩამოართმევს. ერთის მხრივ შენ ხელს ართმევდე ევტუშენკოს და მეორეს მხრივ გინდოდეს ხელი ჩამოართვა დასავლური ცივილიზაცის წევრებს ვეღარ მოხდება.
არც ბატონი ზელენსკის განცხადება იყო შემთხვევითი ამერიკულ ტელევიზიასთან, მან თქვა რომ მათ აქვთ ინფორმაცია ხორბლის შესახებ, სანქციების გვერდის ავლით ხდება ხორბლის გატანა. ბიძინა ივანიშვილმა წილი ყარა და გააკეთა არჩევანი, მას ჰქონდა პოზიცია რომ უკრაინის ბედი სადმე სხვაგან გადაწყდებოდა. ორითვის თავზე აღმოჩნდა, რომ ყველა ცდებოდა. რატომ უნდა გაგვიკვირდეს რომ მორიგი რუსული წარმომავლობის ოლიგარქი სანქცირებული გახდეს. ეს პროცესები სწორედ სანქციებისკენ მიდის. ” – განაცხადა ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში”.