ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე – ქვეყანამ შეიძლება ომი დაიწყოს იმ შემთხევვაში თუ კარგად დააშანტაჟებენ ბიძინა ივანიშვილს

ქვეყანამ შეიძლება ომი დაიწყოს იმ შემთხევვაში თუ კარგად დააშანტაჟებენ ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის არამარტო საშიანო არამედ საგარეო პოლიტიკაც ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული.

“თურმე არამარტო საშინაო პოლიტიკა არის ბიძინა ივანიშვილიზე დამოკიდებული, არამედ საგარეო პოლიტიკაც და ქვეყანამ შეიძლება ომი დაიწყოს იმ შემთხევვაში თუ კარგად დააშანტაჟებენ ბიძინა ივანიშვილს. 500 მილიონზე რა ამბავი ატყდა და 5-ვე მილიარდი, რომ დაუყადაღონ ? მაშინ რას იზამს? დაიწყებს ომს თუ არ დაიწყებს?… ამაზე ვართ დამოკიდებული? კატასტროფაა.” , – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “მთავარ არხთან” საუბრისას.

იტვირთბა....