ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსმა ოკუპანტებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში კასეტური ბომბები გამოიყენეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დნიპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ველიკა კოსტრომკაზე იერიში კასეტური ბომბებით მიიტანეს. დაბომბვის შედეგად განადგურდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი.

წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი ადამიანი და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტერიტორიაზე არ არის სამხედრო ობიექტები. ამასთან, რუსული ჯარები ანადგურებენ უკრაინის ინფრასტრუქტურას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით.

იტვირთბა....