ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსეთში 2 ათასზე მეტი ობოლი უკრაინელი ბავშვი გადაიყვანეს, მათთვის მოქალაქეობის მინიჭებას აპირებენ – ომბუდსმენი

რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ლუგანსკის და დონეცკის “სახალხო რესპუბლიკებიდან” 2 000-ზე მეტი ობოლი ბავშვი გამოიყვანეს და მათთვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მინიჭებას აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.

როგორც დენისოვა აღნიშნავს, ეს ჟენევის კონვენციის უხეში დარღევავაა და შეიძლება, უკრაინელი ბავშვების გენოციდიც ეწოდოს.

“რუსულ მედიაში ბავშვთა უფლებების საკითხებში პრეზიდნეტის წარმომადგენელზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ობოლი და მშობლის მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, რომლებიც დონეცკის და ლუგანსკის დროებით ოკუპირებულ რაიონებში იმყოფებიან, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას მიიღებენ. როგორც ჩანს, შესაბამისი შეთანხმება დადეს საოკუპაციო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან. ამ ბავშვებისთვის მოქალაქეობის მინიჭება გაადვილებს მათ შვილად აყვანას რუსეთში. ამ დროისთვის აგროსერის ტერიტორიაზე 2 000 ობოლი და მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვია გადაყვანილი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან. ოკუპანტი ქვეყანა უხეშად არღვევს ჟენევის კონვენციის 49-ე მუხლს, რომლითაც იკრძალება მშვიდოებიანი მოსახლეობის იძულებითი გადაყვანა ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების დეპორტირება. ერთი ეროვნული ჯგუფიდან მეორეში ბავშვების იძულებითი გადაყვანა გენოციდის ნიშნებს შეიცავს კონვენციის მეორე სტატიის მიხედვით”, – წერს დენისოვა Telegram-ზე.

უკრაინის ომბუდსმენის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება საკუთარი მიზნის მისაღწევად კანონმდებლობის შეცვლას გეგმავს.

იტვირთბა....