[su_quote]ჩავთვალოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის “ვივამედში” გადაყვანა არის პირველი ნაბიჯი მისი საზღვარგარეთ გადაყვანის წინ და ახლა დაველოდოთ, “ნაცმოძრაობის“ ქმედებებს მათი დაშლის შესახებ.
ჩემი აზრით, ეს პარტია მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაა. შესაბამისად, მისი გადასაწყვეტია მისი საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ღონისძიება, მათ შორის, დაშლა. აქედან გამომდინარე, მთავარი არ არის “ნაცმოძრაობის“ დაშლა, მთავარია მიხეილ სააკაშვილს ეყოს ძალა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის უკიდურესად აუცილებელია არა “ვივამედში“ გადაყვანა, არამედ “ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა, ეს არის რეცეპტი. არ ვიცით, ყველა წამალი საბოლოო ჯამში განკურნავს თუ არა, მაგრამ სწორი წამლის დანიშვნა პირველი გზაა გამოჯანმრთელებისთვის. სწორი წამალი “ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა. ვნახოთ ეს როგორ იმოქმედებს, მაგრამ თუ წამალს არ დალევ, ისე ვერ გამოჯანმრთელდები[/su_quote]
ამის შესახებ, BMG-ის ცნობით, პარტია “გირჩის” ლიდერმა, იგაო ხვიჩიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკა “ვივამედში” გადაყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.