ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“თუ არა შენ, მაშინ ვინ? მინიშნება მომეცი” – “აზოვის” ჯარისკაცი მასკს თხოვნით მიმართავს

თუ არა შენ, მაშინ ვინ? მინიშნება მომეცი, – “აზოვის” პოლკის ჯარისკაცი, სერგეი ვოლინა, ილონ მასკს მიმართავს და “აზოვსტალიდან” უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას სთხოვს.

ვოლინა აღნიშნავს, რომ ის იმყოფება იქ, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.

“ხალხი ამბობს, რომ სხვა პლანეტიდან მოდიხარ, რათა ხალხს ასწავლო შეუძლებელის რწმენა. ჩვენი პლანეტები ერთმანეთის გვერდით არიან, რადგან მე ვცხოვრობ იქ, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. დაგვეხმარეთ აზოვსტალიდან შუამავალ ქვეყანაში გასვლაში. თუ არა შენ, მაშინ ვინ? მინიშნება მომეცი”, – მიმართავს ვოლინა მასკს.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში “აზოვსტალის” ქარხანა თითქმის 2 თვეა, რაც ალყაში მოაქციეს. მოსახლეობა სასიცოცხლო რესურსების გარეშეა დარჩენილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....