ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

მაია ასათიანის საგანგებო განცხადება

დღეს, „რუსთავი 2“-ის ეთერში გავა გადაცემა “პროფილი” რომელიც ბავშვთა პრობლემებს და სუიციდის პრევენციას  ეძღვნება. გადაცემის და მისი ანონსის გამო, რომელიც ეთერში უკვე გავიდა, შეშფოთება გამოთქვა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა და  მოუწოდა ტელეკომპანიას, არ გაუშვას დღევანდელი გამოშვება ეთერში. ასევე,  პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ცდილობს, ყველა მიმართულებით გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის მედიასაშუალებებით ბავშვთა სუიციდის ფაქტების ფართომასშტაბიანი პროპაგანდის შეზღუდვა. ამ განცხადებებამდე გადაცემის ანონსს გამოეხმაურნენ ამ თემაზე მომუშავე სპეციალისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ სუიციდის თემის გაშუქებას დიდი სიფრთხილე სჭირდება, რადგან ცნობილია, რომ ასეთი გადაცემების ეთერში გასვლის შემდეგ თვითმკვლელობის სტატისტიკა იმატებს.

„პროფილის“ „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„დღევანდელი გადაცემა არის არა სუიციდზე, როგორც ამას ის ადამიანები ამტკიცებენ, ვისაც გადაცემა არ უნახავს, არამედ სუიციდის პრევენციაზე! გადაცემის სტუმრები, გამოცდილი და ძალზე კომპეტენტური ფსიქოლოგები და ფსიქიატრები მსჯელობენ როგორ დავეხმაროთ გარდატეხის ასაკში მყოფი შვილების მშობლებს პრობლემების დაძლევაში! მოვუწოდებ ყველას ხელოვნურად ნუ ქმნიან სკანდალს იქ, სადაც ის არ არის. არ მესმის რატომ კეთდება წინასწარი შეფასებები, როცა გადაცემა არავის უნახავს. დღევანდელი პროფილი არ არის სუიციდზე!“

მოგვიანებით, ამავე ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა შემდეგი განცხადება: „დღეს 9 საათიან კურიერში – მაია ასათიანის საგანგებო განცხადება.“

 

იტვირთბა....