aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა

“ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით, პუტინისგან არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინისგან” – წილოსანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით, პუტინისგან არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინისგან, – აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, გადაცემა “დროებაში” განაცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ ახსენდება ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც “ქართული ოცნების” დეპუტატებმა, [პუტინის მისამართით] “ვიგინდარა”, “სამარცხვინო არსება” თქვეს.

“მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითადად შეურაცხყოფას და ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდგომ, ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება”,- განაცხადა წილოსანმა.

იტვირთბა....