ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

მარიუპოლში ყოველი სახლის ნანგრევებში 80-100 ცხედარია – ანდრიუშენკო

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშენკოს ინფორმაციით, ქალაქში გაწმენდით სამუშაოებში ჩართულ პირებს თითეული სახლის ნანგრევებში 80-100 ადამიანის ცხედარი დახვდათ.

“მოგიყვებით ერთ-ერთი ადამიანის ისტორიას, რომელიც მარიუპოლის გაწმენდით სამუშაოებში იყო ჩართული. სახელს არ ვასახელებ, რადგან ის ისევ ქალაქში რჩება. მან მხოლოდ რამდენიმე დღე გაძლო. ამბობს, რომ ხალხს, რომლებიც მუშაობდნენ, გამუდმებით გული ერეოდათ და სულ ისტერიკაში ვარდებოდნენ, რადგან ნანგრევებში მოხვედრილი ადამიანებისა და მათი ფრაგმენტების რაოდენობა შემაძრწუნებელია. თითოეულ სახლში, რომელსაც ისინი ნანგრევებისგან ასუფთავებდნენ, 80-100 ადამიანის გვამი ხვდებოდათ”, – წერს ანდრიუშენკო Telegram-ზე.

ცნობისთვის, 13 აპრილს უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, მარიუპოლში დაღუპულთა რაოდენობა 20 000-სს აღემატება.

იტვირთბა....