ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რაც არტილერიას, საბრძოლო მასალებს, რადარებსა და სხვა სახის აღჭურვილობას მოიცავს.
“აშშ აგრძელებს მამაცი უკრაინელი ხალხის მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ მათ იარღს და აღჭურვილობას გავუგზავნით, რომ ქვეყანა ბრძოლის ველზე და მოლაპარაკებების მაგიდასთან გაძლიერდეს”, – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
ამასთან, როგორც დასავლური მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით წერს, ჯო ბაიდენი ლენდ-ლიზის კანონს, რომელიც ქვეყანას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას პროცედურულად გაუმარტივებს, ხელს 9 მაისს მოაწერს. მანამდე, ამ აქტს აშშ-ს კონგრესმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, დახმარება, რომელიც უკრაინას ახამდე გაუწიეს, “უკვე თითქმის ამოწურულია”. ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ დამატებით 33 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტის დამტკიცებას.