ახალი ამბები მთავარი სამართალი

კონგრესმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად ლენდ-ლიზის აქტი მიიღო

აშშ-ს კონგრესმა ლენდ ლიზის აქტი მიიღო, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს, უკრაინას შეიარაღება პროცედურული დაბრკოლებების გარეშე გაუგზავნოს. CNN-ის ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალებას მისცემს, სესხის იჯარის ხელშეკრულებები დადოს უკრაინასთან, რომ მათ თავდაცვის ინსტრუმენტები მიაწოდოს.

კანონპროექტს ხმა 417-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 10 ადამიანი წავიდა.

მანამდე, დოკუმენტი სენატმა მიიდო, ძალაში კი მას შემდეგ შევა, რაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს.

იტვირთბა....