უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის ოლქში, კუნძულ ზმეინთან რუსული ფრეგატი იწვის. ადგილობრივი ჟურნალისტები წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ Burevestnik-ის ტიპის სამხედრო გემს უკაინული რაკეტა “ნეპტუნი” მოხვდა.
გამოცემა Думская-ს ცნობით, გემზე აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია.
“შავი ზღვის აკვატორიის ამ ნაწილში მტრის ავიაციაა მობილიზებული და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან კი გემის დასახმარებლად სამაშველო ხომალდები არიან გასული”, – ნათქვამია ინფორმაციაში.