ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

მარიუპოლიდან, მათ შორის “აზოვსტალიდან”, კიდევ 500 ადამიანია გამოყვანილი – გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერიშის ინფორმაციით, მარიუპოლიდან და მიმდებარე რაიონებიდან თითქმის 500 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. როგორც გუტერიში Twitter-ზე წერს, ევაკუირებულთა შორის არიან ის ადამიანებიც, რომლებიც თავს “აზოვსტალის” ქარხანას აფარებდნენ.

“გაეროსა და წითელი ჯვრის ერთობლივი ოპერაციის შედეგად “აზოვსტალიდან”, ქალაქ მარიუპოლიდან და მიმდებარე რაიონებიდან, თითქმის 500 ადამიანია გამოყვანილი. იმედი მაქვს, რომ მოსკოვისა და კიევის შემდგომი კოორდინაცია ჰუმანიტარული პაუზების რაოდენობას გაზრდის, რომ მოხდეს სამოქალაქო პირების გადაადგილების უზრუნველყოფა”, – წერს ანტონიუ გუტერიში.

 

იტვირთბა....