ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაციები ორი მიმართულებით დაიწყეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაციები ორი მიმართულებით დაიწყეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლი ვალერი ზალუჟნი ავრცელებს.

მისივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაციები ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებით  დაიწყეს.

ზალუჟნი აცხადებს, რომ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარესთან, გენერალ მარკ მილისთან უკრაინაში მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით, კონსულტაციები ჰქონდა.

„ტრადიციულად ვაცნობე ჩემს ამერიკელ კოლეგას ოპერატიული ვითარების შესახებ. კერძოდ, მთავარი მტრის ძალისხმევის გადატანის შესახებ ლუგანსკის მიმართულებით, სადაც გრძელდება სასტიკი ბრძოლები პოპასნაიას, კრემენნაიასა და ტორსკის მიდამოებში, ასევე უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებით“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

მისი თქმით, მილმა ყურადღება გაამახვილა რუსი აგრესორის მიერ საკრუიზო რაკეტების გამოყენების განახლებაზე უკრაინის სამხედრო-ტექნიკური დახმარების მიწოდების ლოგისტიკური მარშრუტების განადგურების მიზნით.

მედიის ცნობით, ამავდროულად, ოკუპანტები არ წყვეტენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე სრული კონტროლის დასამყარებლად და ყირიმთან სახმელეთო დერეფნის გახსნის მიზნით.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

 

იტვირთბა....