aviabiletebi
მთავარი პოლიტიკა ციტატა

კახაძე სააკაშვილზე: ჯანმრთელობა და სიცოცხლე უნდა იყოს გარანტირებული სახელმწიფოს მხრიდან და ეს ასეც არის

სააკაშვილის მონახულების იდეა განვიხილეთ კომიტეტზე, ეს მიმართული იყო ორი დეპუტატისკენ და ჩვენი სახელით კომიტეტის თავმჯდომარე და დავით სერგეენკო, რომლებიც მანამდეც იყვნენ… კომიტეტი სამედიცინო-პროფესიულ ნაწილში ვერ ერევა, პროფესიაში ექიმს ვერ მიუთითებს. პირადად, სიმართლე გითხრათ, ჩემი პროფესიაც ამისი არის, უხერხული არ გამოვიდეს, მე სხვა პროფესიის კაცი ვარ, ამიტომ შეფასების ნაწილიც ჩემგან მთლად ობიექტური ვერ იქნება. საერთოდ ვამბობ, არც ერთი ადამიანის უფლება და ღირსება შელახული არ უნდა იყოს. ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ეს უნდა იყოს გარანტირებული სახელმწიფოს მხრიდან, ყველას მხრიდან და ეს ასეც არის
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ლადო კახაძემ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა. ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის ექიმ დეპუტატებს მიმართა და მისი როგორც პაციენტის მონახულება სთხოვა. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს, რადგან გაირკვა, რომ მას ყველანაირ საჭირო სერვისზე წვდომა აქვს.

იტვირთბა....