ცელულიტი თითქმის ყველა ქალის გადაუჭრელი პრობლემაა. მისი წარმოქმნა არასწორ კვებას, უმოძრაო რეჟიმს, ჰორმონალურ დისბალანს და სხვა მიზეზებს უკავშირდება. არსებობს ცელულიტთან ბრძოლის ბევრი მეთოდი. მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი.
მასაჟი- მასაჟი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ცელულიტს ნაკლებად შესამჩნევს ხდის. ჰკითხეთ მასაჟისტ–თერაპევტს იმის შესახებ, თუ როგორ მასაჟია ამ დროს ყველაზე ეფექტური.
დიეტა- მიირთვით ბევრი ბოსტნეული, მიიღეთ ჯანსაღი ცხიმები და ბევრი წყალი დალიეთ.
ყავის სკრაბი- ყავის სკრაბი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. კოფეინი კი, ცელულიტს საკმაოდ ეფექტურად ებრძვის. ქოქოსის ზეთი – თუ მას კანზე წაისვამთ, ეს ზეთი მას ნაზს და გლუვს გახდის. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ ამ უსიამოვნო პრობლემის შესახებ დაივიწყოთ.
ასევე, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბევრი პროდუქტი შეგიძლიათ, რომ ცელულიტის წინააღმდეგ საკმაოდ წარმატებით გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში გირჩევთ E, C და B ვიტამინებით სავსე თაფლს:
2 ს/კ თაფლი და 1 ს/კ დარიჩინი ერთმანეთს შეურიეთ. ნაზავი ფოლგას წაუსვით და პრობლემურ ადგილას 40 წუთით დაიდეთ. ასევე, ეფექტური იქნება თუ ამ დროს მწვანე ჩაისაც მიირთმევთ. ამის შემდეგ კი თბილი წყლის აბაზანა მიიღეთ. სანამ თქვენ ტელევიზორის ყურებით ან წიგნის კითხვით გაერთობით მწვანე ჩაი და ნაზავი ერთდროულად ეფექტურად იმოქმედებს
1, სახვევი თაფლით- შეათბეთ ჯამში თაფლი, დაუმატეთ ერთი კვერცხის გული, რამდენიმე წვეთი ნებისნიერი ციტრუსის ზეთი (ფორთოხლის, მანდარინის ან შესაძლებელია, ჟოჟობაც). წაისვით მიღებული მასა პრობლემურ ზონებზე, მჭიდროდ შეიხვიეთ საკვების შესაფუთი ცელოფნით, ჩაიცვით ყველაზე თბილი სამოსი და ერთი საათით წამოწექით. შემდეგ შემოიცალეთ ცელოფანი და მიიღეთ შხაპი.
2, თიხის სახვევი- ეს ანტიცელულიტური სახვევი საუკეთესოდ წვავს ცხიმის ფენას. უკეთესია, თუ ცისფერ თიხას გამოიყენებთ, რადგან მასში დიდი რაოდენობით კანისთვის სასარგებლო მიკროელემენტები შედის. გახსნით თიხა ცოტაოდენ თბილ წყალში სქელი არაჟნის სისქის მიღებამდე. თანაბრად გაინაწილეთ პრობლემურ ზონებზე და შეიფუთეთ ცელოფნით. გაიჩერეთ ერთი საათი. ამ სახვევის დროს შეგიძლიათ დაკავდეთ სპორტით, ან მაგალითად, დაალაგოთ სახლი.
3, სახვევი წიწაკითა და დარიჩინით- ამ მასის მოსამზადებლად 2 ჩაის კოვზ დაფქულ დარიჩინს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 7-8 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი. ამ სახვევის გაკეთების წინ და შემდეგ ერთი საათი არ შეიძლება არაფრის დალევა. არც წყლის. ეს სახვევი არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აქვს ვარიკოზი და ვენების სხვა დაავადება. ეფექტის მისაღებად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სახვევის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 2-ჯერ. ასე თქვენ შეძლებთ ცელულიტისგან გათავისუფლებას.
წყარო: aww.ge